“შენობა მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება და აქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის” – 21-ე სკოლის დირექტორი
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა ბუნტურის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე, რომელსაც განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. მისი განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით შენობა დაზიანებების სიხშირის გამო მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც იქ მოსწავლეების ყოფნა უსაფრთხო აღარ არის. დირექტორმა აღნიშნა, რომ სასკოლო საზოგადოების მოთხოვნაა სწავლა დილის ცვლაში გაგრძელდეს და მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არ გადანაწილდნენ. ალტერნატიული შენობის მოძიებაში სკოლის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, ხოლო გაცდენილი საათები მოგვიანებით აღდგება. „სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ის რამდენიმე დღე აუცილებლად აღდგება. ამ ერთი კვირის განვაბლობაში აუცილებლად მოიძებნება… The post “შენობა მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება და აქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის” – 21-ე სკოლის დირექტორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →