სიახლე

ციციშვილის კლინიკაში ბაღებიდან 14-მდე ბავშვია შეყვანილი

მედიაცენტრი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის შემდეგ კლინიკაში სხვადასხვა ბაღიდან 14-მდე ბავშვი შეიყვანეს. პაციენტების მომართვიანობა გასტროენტერიტის სიმპტომებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციული მკურნალობა არავის დასჭირვებია. თუმცა, ბავშვები ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩებიან, რადგან მათ მეთვალყურეობა სჭირდებათ. „14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა. ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, მონიტორინგი სჭირდებათ, ელექტროლიტური დისბალანსის შევსება და დაკვირვება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ. The post ციციშვილის კლინიკაში ბაღებიდან 14-მდე ბავშვია შეყვანილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი