სიახლე

ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

მედიაცენტრი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. უწყების ცნობით, ინსპექტორებმა ბაღებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები უკვე აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევის შედეგები მიღებისთანავე გაასაჯაროვდება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაღებში მონიტორინგი ჩატარდა, ხოლო კვების ბლოკებში სურსათის წარმოების სრული ჯაჭვის კონტროლი პროდუქტის მიღებიდან მზა კერძის გაცემამდე აქტიურად გრძელდება. The post ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი