სიახლე

თბილისში 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა

მედიაცენტრი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. მშობლებისა და ოფიციალური უწყებების ცნობით, აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ნაწილი კლინიკებში პირღებინებით, დიარეითა და მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. სამედიცინო დახმარებისთვის მათ დედაქალაქის 6 კლინიკას მიმართეს. სავარაუდო ვერსიით, ინტოქსიკაცია ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდება, რომლის წყაროც ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. თუ კონკრეტულად რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ინფექცია, ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას გულისხმობს.… The post თბილისში 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი