სიახლე
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
მედიაცენტრი
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის კენჭისყრის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში, 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკაში გაიხსნა. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. დუმაში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. საკანონმდებლო ორგანოს 450 მანდატიდან ნახევარი პროპორციული სიით განაწილდება, ხოლო მეორე ნახევარს ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ. The post რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.