,,კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ” – კარნი
,,კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს”, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ. კარნის კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა, რომელიც ევროკავშირს „სერიოზული ტარიფების“ დაწესებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ კანადა მისი ასოცირებული წევრი გახდებოდა. მისი თქმით, უფრო ძლიერი და მედეგი კანადა შეერთებული შტატებისთვისაც ბევრად ეფექტური პარტნიორი იქნება. „კანადელები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ვერავინ მიგვითითებს, რა ენაზე ვილაპარაკოთ“, – განაგრძო კარნიმ და მიანიშნა ცნობებზე, რომ თეთრი სახლი კვებეკში ფრანგული ენის სტატუსში ჩარევას ცდილობდა. The post ,,კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ” – კარნი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →