სიახლე

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

მედიაცენტრი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების თქმით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ⁠ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. The post დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი