სიახლე

,,ევროპისგან განსხვავებით, აშშ რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის მზადაა” – ლავროვი

მედიაცენტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების აღდგენის კუთხით რეალური პროგრესი არ შეინიშნება. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ მხარესთან სერიოზული დიალოგის წარმართვისთვის მზადყოფნას გამოხატავს. მისი თქმით, მოსკოვი ყოველთვის ღიაა კომუნიკაციისთვის მათთან, ვისაც ეს რეალურად სურს. „ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის“, – განაცხადა ლავროვმა. The post ,,ევროპისგან განსხვავებით, აშშ რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის მზადაა” – ლავროვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი