,,იერიშის შედეგად რუსული თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაზიანდა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში მდებარე ობიექტებზე წარმატებული ოპერაციები განახორციელეს. მისი განმარტებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების, თავდაცვისა და საგარეო დაზვერვის ერთობლივი ძალისხმევით დარტყმა მიეყენა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურმა ზუსტი იერიში მიიტანა როსტოვის სამხედრო აეროდრომზეც. „დაზიანდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-12“, ორი „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. კარგი შედეგებია შავ ზღვაშიც. ჩვენ აგრესიას ყოველდღიურად ვპასუხობთ. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“- განაცხადა ზელენსკიმ. The post ,,იერიშის შედეგად რუსული თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაზიანდა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →