სიახლე

,,დასავლეთი საქართველოსა და სომხეთის შიდა საქმეებში ერევა” – სერგეი შოიგუ

მედიაცენტრი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიის რეგიონის შიდა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად და უცერემონიოდ ჩარევას ცდილობენ. შოიგუს შეფასებით, მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების უკან დასავლური ძალები დგანან, რომელთაც რეგიონის ეკონომიკურ სექტორებზე, რესურსებსა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ დერეფნებზე კონტროლის დამყარება სურთ. „დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად და უცერემონიოდ ჩარევას ცდილობენ. სამხრეთ კავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია. სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი უთანხმოებები არ არსებობს, ხოლო როდესაც უთანხმოება წარმოიქმნება, მაშინვე უნდა შეფასდეს, თუ ვისთვის არის ხელსაყრელი მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დაპირისპირება“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ. The post ,,დასავლეთი საქართველოსა და სომხეთის შიდა საქმეებში ერევა” – სერგეი შოიგუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი