,,აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრებს ვამზადებთ” – ზელენსკი
უკრაინა შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან შეხვედრებს ამზადებს, სადაც მთავარი თემები მშვიდობა, ენერგეტიკა, სურსათის უსაფრთხოება და შეიარაღება იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ელოდება და ამავდროულად ანტიბალისტიკური კოალიციის გაფართოებაზეც აქტიურად მუშაობს. „ამოცანა უცვლელი რჩება: წელს მზად უნდა გვქონდეს შედეგი. გვჭირდება ეფექტიანი, მასშტაბური წარმოების და შედარებით იაფი სისტემა. ევროპის უძლიერესი კომპანიები, რომლებსაც ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით რეალური წვლილის შეტანა შეუძლიათ, უკვე ჩვენი FREYJA-ს პროგრამის ნაწილი არიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. The post ,,აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრებს ვამზადებთ” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →