სიახლე

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

მედიაცენტრი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა. ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დანაშაულებრივი ქმედებების მფარველობაზე, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობასა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდზე. გრიგოლ ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. მან სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ლილუაშვილს ბრალი ედებოდა, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით… The post სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი