სააგენტო "პარალელი"
თამაზ ელიზბარაშვილი – “ვშიმშილობ მხოლოდ ერთი მოთხოვნის გამო: “დამკითხოს გამომძიებელმა”
პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა და ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და მიზეზებს განმარტავს:
“დღეს შიმშილობის მე-7 დღეა.
ვიღაცას ალბათ გაუჩნდება კითხვა, რატომ შიმშილობს ეს კაციო? ვშიმშილობ მხოლოდ ერთი მოთხოვნის გამო: ,, დამკითხოს გამომძიებელმა”.
უკვე ორი კვირაა დაპატიმრებული ვარ და ჯერ არ დავუკითხივარ გამომძიებელს და იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩემი დაკითხვის შემდეგ ფარდა აეხდება ამ შეკერილ ცრუ საქმეს და დადგინდება სიმართლე და ჩემი უდანაშაულობა“, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.
15.09.2026
თამაზ ელიზბარაშვილი – “ვშიმშილობ მხოლოდ ერთი მოთხოვნის გამო: “დამკითხოს გამომძიებელმა”
პარალელი