სიახლე

,,თბილისის საბავშვო ბაღებში, ამ ეტაპისთვის, 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია” – კალაძე

მედიაცენტრი

2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან, როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპისთვის, ვაკანტურია 8 000-ზე მეტი ადგილი. „როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ… The post ,,თბილისის საბავშვო ბაღებში, ამ ეტაპისთვის, 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია” – კალაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი