სიახლე

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

MegaTV

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23 ოქტომბერი “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო კონსულტაციას გაუწევენ, მათ შორის: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, შრომითი […]

პირველწყარო →

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება.

კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული:

გორი 2 ოქტომბერი

მარნეული 9 ოქტომბერი

ამბროლუარი 16 ოქტომბერი

ქუთაისი 23 ოქტომბერი

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო კონსულტაციას გაუწევენ, მათ შორის: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, შრომითი და საოჯახო სამართალი, უძრავი ქონება და მემკვიდრეობა, ხელშეკრულებები და სხვა.

კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
კონსულტაციები გაიმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.
პრო ბონო პროექტში მონაწილეობის მსურველ ადვოკატებს გთხოვთ, 21 სექტემბრამდე დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/zewHwaeAoEcPyuZ58
ინიციატივა ნოემბერსა და დეკემბერშიც გაგრძელდება, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივიკონსულტაციით სარგებლობის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი