სიახლე

გორის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

მედიაცენტრი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა, როდესაც ბავშვი გზაზე გადადიოდა. დაშავებული თავდაპირველად „გორმედის“ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით იგი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდს მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. The post გორის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი