სიახლე

ევროპარლამენტმა სომხურ პროდუქციაზე ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა

მედიაცენტრი

ევროპარლამენტმა სომხურ პროდუქციზე ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა. ახალ სავაჭრო რეგულაციებს მხარი დაუჭირა 583-მა დეპუტატმა, 49 წინააღმდეგი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა. მანამდე, ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით ამ ზომების შემოღებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს სომხური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას. „ევროპული დემოკრატიის ტაძარმა – ევროპის პარლამენტმა – თავისი პრინციპების და ურყევი პოზიციის ერთგულმა დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება #MadeInArmenia-ს პროდუქციისთვის ბანკომატების უზრუნველყოფის შესახებ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის განვითარებაში“, – აღნიშნა ბელგიაში სომხეთის ელჩმა და ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ტიგრან ბალაიანმა. The post ევროპარლამენტმა სომხურ პროდუქციაზე ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი