სიახლე

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

ტვ ოდიში

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში – საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო. ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის […] The post ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში – საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.

ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“პირველებისთვვის” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ დაჭრილია 24 წლის მათე ბერიშვილი, მას რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები პირია.

The post ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი