,,ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა” – გახარია
“ქართულმა ოცნებამ” ჩვენი პარტია -“საქართველოსთვის” – საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელს დაამატა, რომლის მიზანიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა” – ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მისი პარტიის აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს. ,,უმძიმესი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრულად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რადგან ეს მიგვაჩნია პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად. ამჟამად ჩვენი გუნდი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში მუშაობას აგრძელებს. ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია აკრძალოს. მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობისა, ივანიშვილის რეჟიმმა… The post ,,ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა” – გახარია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →