სიახლე

რამ გამოიწვია ,,ნოვას” ტერიტორიაზე აფეთქება? – კომპანია ინფორმაციას ავრცელებს

მედიაცენტრი

ფეიქრების ქუჩაზე მდებარე „ნოვას“ საწარმოო ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, კომპანია ინფორმაციას ავრცელებს. მათი განმარტებით, ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა. „დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“,- აღნიშნულია „ნოვას“ განცხადებაში. The post რამ გამოიწვია ,,ნოვას” ტერიტორიაზე აფეთქება? – კომპანია ინფორმაციას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი