სიახლე
რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება
მედიაცენტრი
სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება. გაზის მიწოდება 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში შეიზღუდება, თუმცა უწყების ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა ადგილობრივ მოსახლეობაზე არ აისახება. „რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – სამხრეთ კავკასიაზე“ დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული გაზსადენით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით, 15-დან 25 სექტემბრამდე შეჩერდება“, – აღნიშნულია „გაზპრომ სომხეთის“ განცხადებაში. The post რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.