ზელენსკი რადას გენერალური პროკურორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი რადას დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას. პრეზიდენტის თქმით, კრავჩენკოს მხოლოდ თანამდებობის დატოვების გზა დარჩა და უკრაინულმა საზოგადოებამ ამისთვის ყველა მიზეზი უკვე იხილა. „ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს: თანამდებობიდან გათავისუფლება. მას სწორედ ეს ვუთხარი. უკრაინამ ყველა მიზეზი იხილა. თუ უკრაინის გენერალური პროკურორი, რუსლან კრავჩენკო ამას პოლიტიკურ ზეწოლად თვლის, შეუძლია ამას ასეც უწოდოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აღნიშნულს წინ უძღოდა გენერალური პროკურორის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ეჭვმიტანილის ოქმზე ხელის მოწერა. თავად რუსლან კრავჩენკო აცხადებს, რომ ამჟამად… The post ზელენსკი რადას გენერალური პროკურორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →