სიახლე

მძიმე ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

Tbilisi Times

მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ დროისთვის […] The post მძიმე ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც appeared first on TTimes.GE.

პირველწყარო →

მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები, მათ შორის, ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უცნობია.

The post მძიმე ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც appeared first on TTimes.GE.


მსგავსი