შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ლიდერობს
შვედეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს. ბლოკს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სოციალ-დემოკრატების ლიდერს, მაგდალენა ანდერსონს უჭერს მხარს, 349-წევრიან პარლამენტში 176 მანდატი ერგება, ხოლო მოქმედი პრემიერის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე ბლოკს – 173. წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე „სოციალ-დემოკრატები“ არიან 28.1%-ით. მეორე ადგილზე კრისტერსონის „ზომიერების“ პარტია გავიდა (19.9%), ხოლო მესამეზე – „შვედეთის დემოკრატები“ (17.6%). ამასთან, ეგზიტპოლის მონაცემებით, მემარცხენე-ცენტრისტულ ალიანსს ჯამურად ხმების 51.3%-ს უწინასწარმეტყველებენ. მანდატებს შორის მცირე სხვაობის გამო ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი, შესაძლოა, გაჭიანურდეს. The post შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ლიდერობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →