„ვინც AI-ის სფეროში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს“ – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკოსები ძალიან ნეგატიურ ძალებს შეადარა, რომლებიც, მისი თქმით, ისეთ აპოკალიპტურ სცენარებზე საუბრობენ, რომლებიც რეალურად არ განხორციელდება. ტრამპმა ხაზი გაუსვა ამ სფეროში ამერიკის ლიდერობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეანელოს თუ არა ინდუსტრიამ განვითარება ან გამკაცრდეს თუ არა რეგულაციები, ტრამპმა აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია, თუმცა განვითარების შეფერხება შეცდომა იქნება. „ჩვენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს ვუსწრებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსურს, ასე დარჩეს, რადგან ვინც ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს. თუმცა, ვფიქრობ, არიან ძალიან ნეგატიური ძალები, რომლებიც… The post „ვინც AI-ის სფეროში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს“ – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →