სიახლე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა დაჭრეს

მედიაცენტრი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკებისას ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. The post ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა დაჭრეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი