სიახლე

პრინცესა დაიანას ლეგენდარული შურისძიების კაბა აუქციონზე გაიყიდება

მედიაცენტრი

პრინცესა დაიანას ლეგენდარული შურისძიების კაბა აუქციონზე გაიყიდება. მისი სავარაუდო საწყისი ფასი სამასი ათასი დოლარია, თუმცა ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, მისი ღირებულება შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს. როგორც ცნობილია, გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება.ლედი დიმ სხეულზე მჭიდროდ მომდგარი შავი კაბა 1994 წელს მოირგო, როცა ლონდონში ერთ-ერთ წვეულებას ესწრებოდა. იმავე ღამით პრინც ჩარლზმა საჯაროდ აღიარა, რომ პრინცესა დაიანას უღალატა. ამიტომ უწოდეს მას შურისძიების კაბა. უცხოური მედიის ცნობით, სამოსს ნიუ-იორკის აუქციონზე 9 დეკემბერს გამოიტანენ. The post პრინცესა დაიანას ლეგენდარული შურისძიების კაბა აუქციონზე გაიყიდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი