პოლიციამ წონაში დასაკლები პოპულარული პრეპარატის ფალსიფიცირების ფაქტი დაადგინა
უკრაინაში წონაში დაკლებისთვის განკუთვნილი ფალსიფიცირებული პრეპარატის, Biopatid-ის უკანონო დამზადებისა და გაყიდვის საქმეზე მასშტაბური ჩხრეკა მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, საუბარია პრეპარატზე, რომლის მოქმედი ნივთიერებაც არის ტირზეპატიდი (tirzepatide). სხვა დეტალებს სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. Biopatid-ი უკრაინული უწყებების ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცა. იანვარში მედიკამენტების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა პრეპარატ BIOPATID-ის (TIRZEPATIDE), 60 მგ/2 მლ, 9922 სერიის გამოვლენის შესახებ. აღნიშნული საშუალება არ იყო დარეგისტრირებული უკრაინაში და ქვეყანაში ოფიციალურად არ შემოუტანიათ. მაშინ უწყებამ სრულად აკრძალა მისი გაყიდვა, შენახვა და გამოყენება, რასაც საფუძვლად დაედო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია პრეპარატის ფალსიფიცირებული სერიის… The post პოლიციამ წონაში დასაკლები პოპულარული პრეპარატის ფალსიფიცირების ფაქტი დაადგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →