,,სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის” – მარატ კამბოლოვი
,,სამხრეთ ოსეთი” მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის”, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ,,პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა”, მარატ კამბოლოვმა განაცხადა. ,,მეკითხებოდნენ საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის – არც მორალურად, არც ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილებები აქ მყარ გარანტიებს საჭიროებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი იყოს”, – განაცხადა კამბოლოვმა. The post ,,სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის” – მარატ კამბოლოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →