სიახლე

,,მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება” – განათლების მინისტრი

მედიაცენტრი

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა. მსჯელობა შეეხო „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას. მინისტრის თქმით, აღნიშნული მოდელი ეფუძნება მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს. „უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, – აღნიშნა მიქანაძემ. მინისტრმა კიდევ ერთ სიახლე დააანონსა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება. The post ,,მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება” – განათლების მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი