სიახლე

ტემპერატურა კიდევ მოიმატებს

მედიაცენტრი

უახლოეს დღეებში საქართველოში ძირითადად მშრალი, მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. განსაკუთრებით თბილი დღეები შაბათ-კვირიდან დაიწყება და ტემპერატურა კიდევ მოიმატებს. 12 სექტემბერს ამინდი კვლავ უმეტესად მზიანი და თბილი იქნება. თბილისში დაახლოებით 28–30°C, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი ტემპერატურა 30°C-ს გადააჭარბებს. 13 სექტემბერს ტემპერატურა კიდევ მოიმატებს. თბილისში მოსალოდნელია დაახლოებით 30–32°C, ამინდი კი უმეტესად მზიანი იქნება. 14 სექტემბერს კვლავ თბილი და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 31–32°C იქნება. The post ტემპერატურა კიდევ მოიმატებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი