,,არ შეიძლება უბრალოდ ლოდინი, სანამ რუსეთი მკვლელობის რეპერტუარს ხვეწს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალები კიევში ავტოგასამართ სადგურებსა და კომპანია „კიევსტარის“ შენობას მიზანმიმართულად ურტყამენ. მისი ცნობით, იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა, მათ შორის არის მაშველი, რომელიც განმეორებითი დარტყმისას დაშავდა. ზელენსკის თქმით, თავდასხმები ღამიდან მოყოლებული გრძელდება და დარტყმები განხორციელდა კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკის, ხერსონის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებზე. „არ შეიძლება უბრალოდ ლოდინი, სანამ რუსეთი მკვლელობის რეპერტუარს ხვეწს. ახლა მაქსიმალური ყურადღება სჭირდება ცის დაფარვას და ადამიანების დასაცავად გადაწყვეტილებების ძიებას, რუსული დრონების საწინააღმდეგო მოქმედებების მასშტაბების გაზრდას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინული ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების… The post ,,არ შეიძლება უბრალოდ ლოდინი, სანამ რუსეთი მკვლელობის რეპერტუარს ხვეწს” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →