სიახლე

რა თანხა გჭირდებათ თვეში ნორმალურად საცხოვრებლად? – ქუჩის გამოკითხვა. ვიდეო

ჯემნიუსი

საკვების, წამლების და კომუნალური გადასახადების ფული, გამოკითხული ადამიანების ნაწილისთვის, უკვე "ნორმალური ცხოვრებაა"

პირველწყარო →

ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი საქართველოში

ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი

თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს ვკითხეთ რა თანხა სჭირდებათ საშუალოდ თვეში, საქართველოში, ნორმალურად საცხოვრებლად. ასევე დავინტერესდით როგორია მათთვის “ნორმალური ცხოვრება”.

პასუხები განსხვავებულია. ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თანხა ხუთიდან რვა ათას ლარამდე მაინც უნდა იყოს, ერთი ადამიანისთვის. საშუალო და უფრო მაღალი ასაკის ადამიანები ამბობენ, რომ ერთ ადამიანს ორი ათასი ლარიც ეყოფა. (შეგახსენებთ, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია).

ასაკობრივად განსხვავებულია დამოკიდებულებაც შეკითხვაზე რა არის ნორმალური ცხოვრება. საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებისთვის, საჭმლის, წამლის და კომუნალურების ფული თუ გაქვს, უკვე ნორმალური ცხოვრებაა.

მათ ჩამონათვალში არ მოხვდა ისეთი მარტივი ჩვევები, როგორიცაა მეგობრებთან ერთად გასვლა კაფეში, რესტორანში ან ქალაქგარეთ. საყიდლები (შოპინგი). წელიწადში ერთხელ მაინც დასვენება და მოგაზურობა. ეს, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, უკვე “ფუფუნებაში ცხოვრებასთან” იგივდება.

ვკითხეთ – თუ ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც შემოსავლის ნაკლებობის გამო რაიმეზე უარის თქმა მოუხდათ. აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა.

რამდენიმე პასუხი შეკითხვაზე, რა არის თქვენთვის ნორმალური ცხოვრება:

“ნამეტანი კომფორტი რომ არ ჰქონდეს, დასვენება არა, კვება და წამლები“.

“ელემენტარული, თუნდაც კვება, ხომ? ნორმალური კვება. ბავშვებს ხომ ჩაცმა უნდათ, დახურვა უნდათ. ელემენტარული სკოლის ინვენტარი“

“რომ გახვიდე მაღაზიაში და არ გქონდეს საფიქრალი, რომ ამას რომ აიღებ, ფული დაგაკლდება. იმიტომ, რომ ყველაფერი ძვირია ძალიან”.

ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი


მსგავსი