სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კასუმლოში გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კასუმლოში შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას, რომელთა საერთო სიგრძე 2 კილომეტრამდეა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. ამ ეტაპზე სამუშაოები სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილი ორი ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება. კასუმლოში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი...

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კასუმლოში შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას, რომელთა საერთო სიგრძე 2 კილომეტრამდეა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც.

ამ ეტაპზე სამუშაოები სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილი ორი ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება.

კასუმლოში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 925 420 ლარს შეადგენს.


მსგავსი