,,რუსეთმა შესაძლოა, სამიზნედ უკრაინასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები აირჩიოს” – ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ღამით პოლონეთმა უკრაინასთან ერთ-ერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული პირდაპირი საფრთხე აღკვეთა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო გამშვები პუნქტების დაბომბვის ფონზე, პოლონეთი საკუთარი სასაზღვრო პუნქტების წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმასაც ელოდება. როგორც ტუსკმა სლოვაკეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უკვე განახორციელა პროვოკაციული თავდასხმები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის მოლდოვაში. ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) საკმაოდ ზუსტი ანგარიში მიიღო. მისი თქმით, ანგარიში ემთხვევა იმ შეფასებებს, რომლებზეც ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა და საზოგადოებას აფრთხილებდა. „ჩვენ… The post ,,რუსეთმა შესაძლოა, სამიზნედ უკრაინასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები აირჩიოს” – ტუსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →