დანიის მთავრობა სკოლებში მობილური ტელეფონების სრულად აკრძალვას გეგმავს
დანიის მთავრობა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების სრულად აკრძალვას გეგმავს. დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, აკრძალვა შეეხება როგორც მობილურ ტელეფონებს, ისე სხვა პირად ელექტრონულ მოწყობილობებს. შეზღუდვა იმოქმედებს როგორც გაკვეთილების, ასევე შესვენების დროსაც. ასევე, აკრძალვა შეეხება მობილური ტელეფონების სკოლის ეზოში გამოყენებასაც. „როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელებში ასაკობრივ შეზღუდვებსა და სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას ვთავაზობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენთვის რაიმეს წართმევა გვინდა. პირიქით, გვინდა რაღაც დაგიბრუნოთ – თქვენი ბავშვობა და თავისუფლება“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, დანია არ არის პირველი ქვეყანა, სადაც სკოლებში სმარტფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვა სურთ. პოლონეთში… The post დანიის მთავრობა სკოლებში მობილური ტელეფონების სრულად აკრძალვას გეგმავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →