შავ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა
შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე განხორციელებული დრონით იერიშის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, დაშავებული მოქალაქეები უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის ფონზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მგზავრობისგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, ასევე, მსგავს ზონებში მუშაობისგან და ისეთ გემებზე მუშაობისგან, რომლებიც მსგავს მარშრუტებზე გადაადგილებისგან“, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. The post შავ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →