ნატო-მ არქტიკაში, წყალქვეშა კაბელებზე რუსეთის დივერსია აღკვეთა
ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, შპიცბერგენის არქიპელაგის მახლობლად რუსეთის საიდუმლო ოპერაცია აღკვეთეს. მედიის ცნობით, ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გაზაფხულზე აღმოაჩინეს რუსული წყალქვეშა ნავები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოსაყვანად სპეციალურად შექმნილი იარაღის გამოყენებით წვრთნებს ატარებდნენ. ოფიციალური პირების განმარტებით, წვრთნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველო ატარებდა. ოპერაციის მიზანი ტექნოლოგიის გამოყენების სიმულაცია იყო და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ნატო-ს მოკავშირეების რეაგირების შემდეგ რუსულმა გემებმა ტერიტორია დატოვეს. „ჩვენი ერთობლივი ოპერაციით რუსეთს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ, რომ ფარულად მოქმედებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა. The post ნატო-მ არქტიკაში, წყალქვეშა კაბელებზე რუსეთის დივერსია აღკვეთა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →