სიახლე

“სასამართლოს დარბაზში ღიმილით შემოსული ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ნათესავებს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიან” – რას წერს ეკა კუპატაძე პროცესიდან

MegaTV

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის პრო­ცესს ეს­წრე­ბა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს: “ბაბ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: ვარ ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.ვე­ლო­დე­ბით მო­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ღი­მი­ლით შე­მო­სუ­ლი ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი ახლა კა­რის მი­ნა­ში ნა­თე­სა­ვებს ჰა­ე­რო­ვან კოც­ნებს უგ­ზავ­ნი­ან და ღი­მი­ლით უქ­ნე­ვენ ხელს. არ […]

პირველწყარო →

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის პრო­ცესს ეს­წრე­ბა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

“ბაბ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: ვარ ნია იმ­ნა­ძის და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.ვე­ლო­დე­ბით მო­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ღი­მი­ლით შე­მო­სუ­ლი ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი ახლა კა­რის მი­ნა­ში ნა­თე­სა­ვებს ჰა­ე­რო­ვან კოც­ნებს უგ­ზავ­ნი­ან და ღი­მი­ლით უქ­ნე­ვენ ხელს.

არ ინერ­ვი­უ­ლოთ, მარ­თლა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრან­ჭვე­ბი კი არ აქვთ, ეს უბ­რა­ლოდ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი ლე­კიშ­ვი­ლის ცირ­კე­ბი იყო. ჰო, გა­რე­და­ნაც შიგ­ნით ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლი შე­მო­დის და ანა­მა­რია იმ­ნა­ძეც ბედ­ნი­ე­რი, ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი შე­მო­ვი­და დე­რე­ფან­ში. არ ინერ­ვი­უ­ლოთ ბაბ­ლო, ბედ­ნი­ე­რად არი­ან” – წერს კუ­პა­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 7 აგ­ვის­ტოს, გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ არას­რულ­წლო­ვანს, ნია იმ­ნა­ძე­სა და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.


მსგავსი