სიახლე
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში, ბენზინგასამართ სადგურზე იერიში მიიტანეს
Timer
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში, ბენზინგასამართ სადგურზე იერიში მიიტანეს. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმა დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში დრონის გამოყენებით განხორციელდა. „თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ერთ ავტომობილს, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია ოპერატიულად შეძლეს. იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, — განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.