მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა შეფერხდა
მოლდოვის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების დაფიქსირების გამო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნორვეგიაში გაფრენა დროებით გადაიდო. ზელენსკი ნორვეგიაში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ინციდენტს გამოეხმაურა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორეც, რომლის ცნობითაც, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას „ლამის დრონმა დაარტყა“. ოფიციალური კიშინიოვის ცნობით, საჰაერო სივრცეში ორი დრონი დაფიქსირდა, რის გამოც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ფრენები დროებით შეჩერდა და შვიდი რეისი გადაიდო. მოლდოვის ხელისუფლების განმარტებით, ერთი დრონი მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო მეორემ რუმინეთის მიმართულებით გადაიფრინა. ზელენსკის თვითმფრინავს აფრენის ნებართვა დრონის ჩამოვარდნის დადასტურების შემდეგ მიეცა. The post მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა შეფერხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →