,,კანადა იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად” – ზელენსკი კანადაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია. უკრაინის ლიდერის ცნობით, ის შეხვედრას გამართავს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთრის სეზონისთვის მზადება იქნება. ზელენსკიმ ოტავას კიევის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმება, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მომავალი წლების განმავლობაში განამტკიცებს. „კანადაში ჩამოვედი. კანადა იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად. შევხვდები პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის. მთავარი აქცენტი გაკეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე ჩვენი ცის დასაცავად და ზამთრისთვის მოსამზადებლად. განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი… The post ,,კანადა იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად” – ზელენსკი კანადაში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →