სიახლე

ფილიპინებში ბორნზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ათეულობით მგზავრი დაკარგულია

მედიაცენტრი

ფილიპინების დასავლეთ ნაწილში, კუნძულ პალავანის მახლობლად, სამგზავრო ბორანზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-ზე მეტი მგზავრის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ფილიპინების სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ხომალდის ბორტზე სულ 134 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა წყლიდან 43 მგზავრის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს. დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზღვაში რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე მიმდინარეობს. The post ფილიპინებში ბორნზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ათეულობით მგზავრი დაკარგულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი