,,ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები კიევს გადასცეს” – ვადეფული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, ოფიციალური ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები კიევს გადასცეს. მისი თქმით, ის ეთანხმება „ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ ლიდერის მარკუს ზედერის აზრს, რომ უკრაინელი მამაკაცები, რომლებსაც ჯარში სამსახური შეუძლიათ და რომლებიც ახლა გერმანიაში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. „ჩვენ ხომ ვიცით, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენთან. მაგალითად, ვინ იღებს სოციალურ შემწეობას, ვინ არის აქ დარეგისტრირებული, ვის აქვს ბინადრობის მოწმობა“, – განაცხადა ვადეფულმა. მისივე თქმით, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით უკრაინის მთავრობას შესაძლებლობა ექნებოდა ჯარში გაწვევის შესახებ უწყისები მათთვის დაერიგებინა. თუმცა, როგორც ვადეფულმა დასძინა, ასეთი ადამიანების დაბრუნება უკრაინაში „იძულებით“… The post ,,ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები კიევს გადასცეს” – ვადეფული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →