2026 წლის 6 თვეში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის თანახმად, იანვარ-ივნისში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა და 2 734.5 ათასი შეადგინა. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 39.3 მლნ აშშ დოლარით (2.0%-ით) შემცირდა და 1 931.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 273.0 ათასი შეადგინა, რაც 0.1%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კლება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თუმცა მაჩვენებელი მოსალოდნელზე უკეთესია. ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე შესაბამისი ქვეყნებიდან ტურისტული… The post 2026 წლის 6 თვეში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →