,,გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ მართლაც ძალიან დიდი საღამო მოიწყო” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე გამართულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმატებას გამოეხმაურა. ტრამპის შეფასებით, არჩევნების შედეგები მოწმობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მობეზრდა არსებული საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანას ზიანი მიაყენა. „გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ მართლაც ძალიან დიდი საღამო მოიწყო. მათ საბოლოოდ მობეზრდათ აბსოლუტურად საშინელი საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, რომლებმაც გერმანიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ისინი აღმავლობის გზაზე არიან და ამას აღარ შეეგუებიან! გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული“, – წერს დონალდ ტრამპი. The post ,,გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ მართლაც ძალიან დიდი საღამო მოიწყო” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →