ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აფართოებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ კომპლექსში ურანის გასამდიდრებლად ახალი ობიექტი ააშენა. უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალ ინფრასტრუქტურაში 28 ცენტრიფუგის კასკადის განთავსებაა შესაძლებელი, რაც ფხენიანის მხრიდან ბირთვული შესაძლებლობების სტაბილურ გაფართოებაზე მიუთითებს. სააგენტო მონიტორინგს თანამგზავრულ სურათებსა და ღია წყაროებზე დაყრდნობით ახორციელებდა. IAEA-ის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ეს ნაბიჯები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პირდაპირი დარღვევაა და საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ექსპერტების შეფასებით, იონგბიონისა და კანგსონის ობიექტების აქტიური ფუნქციონირება ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეა იარაღის დონის ბირთვული მასალის წარმოების ტემპებს კიდევ უფრო ზრდის. The post ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აფართოებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →