როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 10-14 სექტემბერს?
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში 10-14 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი – უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში – ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი – უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი – უნალექო ამინდია… The post როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 10-14 სექტემბერს? appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →