სიახლე

ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა -ვიზიტის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან და იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც FREYJA-ს ანტიბალისტიკური სისტემის განვითარებაზე მუშაობენ. ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთრის პერიოდის გადასალახად საჭირო დახმარების უზრუნველყოფაა. ამასთან, უკრაინის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში. „ხვალ, ჩვენი ხალხის სახელით, მადლიერებას გამოვხატავთ ნორვეგიის მიმართ მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს. დღეს კი ვისაუბრებთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებასა და ანტიბალისტიკური სისტემების განვითარებაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. The post ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა -ვიზიტის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი