სიახლე

ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

მედიაცენტრი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იორდანიაში, ალ აზრაკის სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თეირანის განცხადებით, ეს იყო საპასუხო დარტყმა ამერიკული ძალების მიერ ირანული ნავთობტანკერების განადგურებაზე. გარდა ამისა, ირანული მხარე იუწყება, რომ იერიში აშშ-ის ორ სამხედრო ხომალდზეც განახორციელეს. პარალელურად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითისა და ბაჰრეინის პორტების მახლობლად მყოფი ნავთობტანკერების ეკიპაჟებს მიმართა და მოუწოდა, მოსალოდნელი საფრთხის გამო დაუყოვნებლივ დატოვონ გემები. იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ გაშვებული 20 ბალისტიკური რაკეტიდან 18 ჩამოაგდეს, ხოლო ორი დაუსახლებელ ზონაში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. The post ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი